LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანიშვილი სიცრუეს და ცილისწამებას არ ერიდება – შალვა შავგულიძე

89
shavgulize

ეტყობა ბატონ ივანიშვილს იმდენად სჭირდება მისგან კონტროლირებად მოსამართლეთა დადებითად წარმოჩენა საზოგადოების თვალში და მათი შენარჩუნება სასამართლო სისტემაში, რომ ამისათვის, სიცრუეს და ცილისწამებას არ ერიდება, – ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა შალვა შავგულიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებას სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით.

ამასთან, პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ივანიშვილს მისი, როგორც საარჩევნო კანდიდატის, დისკრედიტაცია სურს.

„ როგორც ჩანს, ბატონი ივანიშვილი ძალიან შეაშფოთა „თავისუფალი დემოკრატების“ და „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო ბლოკად გაერთიანებამ შუალედურ საპარალამენტო არჩევნებში და აღარაფერს ერიდება ჩემი, როგორც ამ ბლოკის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატის დისკრედიტაციისთვის. ბატონო ბიძინა, ვფიქრობ, რომ წარმატებული არ იქნება თქვენი ეს მცდელობა,“ – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ გირგვლიანის საქმის ადვიკატს, შალვა შავგულიძეს სააპელაციო სასამართლოში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დამნაშავეების სასჯელთან დაკავშირებით, არ გაუსაჩივრებია. როგორც ივანიშვილმა “იმედთან” ინტერვიუში აღნიშნა, ადრე ეს მის გამოუცდელობას მიაწერა, თუმცა დღეს ეს გადააფასა და მიიჩნევს, რომ შავგულიძე თამაშის მონაწილე იყო.