LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანიშვილი შეეცდება, “ტაბულასთან” და “რუსთავი 2”-თან შეხვედრები გააგრძელოს

141

ბიძინა ივანიშვილი მზად არის, „რუსთავი 2“-ის და „ტაბულას“ ეთერში დაჯდეს, თუკი ”სიცრუეზე პასუხის გასაცემად დროს მისცემენ”.

 

„მზად ვარ შევხვდე ექსპერტებს, თუ მათ ამის სურვილი გაუჩნდებათ, უფრო მეტად კრიტიკულად განწყობილ ექსპერტებს, მათ მიერ გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებზე მეც მექნება ჩემი დამოკიდებულება. ამავდროულად, შევეცდები გავაგრძელო შეხვედრები უფრო კრიტიკულად განწყობილ ტელევიზიებთან, ”რუსთავი 2”-თან და ”ტაბულასთან”, მე ერთი პირობა მექნება მხოლოდ, დამითმონ არსებული გადაცემების ერთი ნაწილი. სიცრუის ტირაჟირება ხდებოდა ჩემი პერსონის მიმართ და გავაკეთოთ პირველი ნაწილი იმაზე, რაც ჩემზე გააკეთეს, რომ პასუხი გავცე და მეორე ნაწილში დამატებით კითხვებს ვუპასუხებდი, რაც მათ გააჩნიათ”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები