LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანიშვილი: “საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი როგორი გაჭირვებულიც იყო ისეთივე დარჩა ამ 4 წლის განმავლობაში”

57

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი როგორი გაჭირვებულიც იყო ისეთივე დარჩა ამ 4 წლის განმავლობაში. ამის შესახებ ორგანიზაცია „მოქალაქის” ინიციატივით ჩატარებულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
”საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი როგორი გაჭირვებულიც იყო ისეთივე დარჩა ამ 4 წლის განმავლობაში. მათ ძალიან უჭირთ შეაფასონ მთავრობის და გარდაქმნების როლი, ძალიან უჭირს კაცს, რომელსაც არ ჰქონდა სამსახური და არ აქვს დღესაც, ასეთი კი ბევრია. როგორც არ ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს სამსაური ისევე არ გააჩნია დღესაც, შემოსავალიც მნიშვნელოვნად არ გაზრდია, ან საერთოდ არ გაზრდია ძალიან ბევრს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები