LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანიშვილი მზადაა, სამების ტაძრის მოხატვა სრულად დააფინანსოს – შეხვედრა საპატრიარქოში

109
IMG_1031

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე დღეს, 11 აპრილს ქართული ოცნების ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. საპატრიარქოს განცხადებით, ივანიშვილი მზადაა, რომ სამების ტაძრის მოხატვა სრულად დააფინანსოს.

შეხვედრისას საუბარი შეეხო ხალხის პრობლემებსა და ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.

“ბ-ნ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, სახელმწიფო ხელს შეუწყობს უმუშევართათვის სამუშაო ადგილების შექმნას და კვალიფიციური კადრების მომზადებას, რომელთაც სურვილის შემთხვევაში უცხოეთშიც ლეგალური დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ.

შეხვედრაზე, ასევე, აღინიშნა, რომ ნებისმიერი სახელმწიფოსთვის და, მით უმეტეს, ჩვენი ქვეყნისთვის, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ოჯახის სიმტკიცის დაცვას და მომავალი თაობის სწორად აღზრდას; რომ სასიხარულოა, განათლების სფეროს ქვეყნისთვის პრიორიტეტულად გამოცხადება და ამ მიმართულებით დიდი სახსრების გაღება; და რომ პირველ რიგში აუცილებელია პედაგოგების ავტორიტეტის ამაღლება, ხელფასების გაზრდა და სასკოლო პროგრამების დახვეწა”, — ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან,  პატრიარქმა ივანიშვილს სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარე სამუშაოებიც გააცნო, რომელიც ქართუ ბანკიდან ფინანსდება.