LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანიშვილი: მაკროეკონომიკური გარემოთი საქართველო აშშ-ს უსწრებს

114

ექსპრეიერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საქართველო მაკროეკონომიკური გარემოს მაჩვენებლის მხრივ ამერიკის შეერთებულ შტატებსაც უსწრებს.

ამის შესახებ მან ქორთიარდ მერიოტში ორგანიზაცია “მოქალაქის” მიერ გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე, ბიზნესმენებთან შეხვედრისას განაცხადა.

” მაკროეკონომიკური გარემო საქართველოში 137-ე ადგილზე ვიყავით 2012 წელს, დღეს კი ვუსწრებთ ისეთ ქვეყნებსაც კი, რომ მეც კი მერიდება, ამერიკასაც კი ვუსწრებთ, საფრანგეთს, ბელგიას ირლანდიას, ეს ხომ ჩემი მოგონილი არ არის”, -განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.