LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანიშვილი “კრედიტ სვისს” ქონების გაფლანგვას კიდევ სამ ქვეყანაში ედავება

109

ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარული ბანკის Credit Suisse Group AG-ს კიდევ სამ ფილიალს სასამართლოში უჩივლა. ამჯერად მილიარდერი მიყენებული ზარალისთვის ახალი ზელანდიის, ბერმუდას და სინგაპურის სასამართლოში იბრძოლებს.

ინფორმაციას უცხოური მედია ივანიშვილის ადვოკატებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი თქმით, მილიარდერმა ასობით მილიონი დოლარი დაკარგა, მიყენებულ ზარალს ამ დრომდე ითვლიან.

“კრედიტ სვისის” განცხადებით, ივანიშვილის ბანკირი ბანკისგან დამოუკიდებლად მუშაობდა, ხოლო მის მიერ დაწყებულ სამ ახალ სასამართლო დავაში რაიმე ახალი გარემოება არ იკვეთება.

თუმცა ივანიშვილის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ მისი მრჩეველი მარტო არ მოქმედებდა და ამ საქმეში ბანკის მენეჯმენტიც ჩართული იყო.

შვეიცარული ბანკის ადვოკატები, უცხოურ პრესასთან კომენტარს არ აკეთებენ.

ივანიშვილმა  “კრედიტ სვისის” წინააღმდეგ სარჩელი შვეიცარიის სასამართლოში რამდენიმე თვის წინ შეიტანა. საქმის განხილვა ნოემბერში იგეგმება.

ქართველი მილიარდერი ბანკის თანამშრომელს, პატრიკ ლესკადრონს 2005 -2015 წლებში მისი ფულის არასწორად განკარგვაში და არამიზნობრივ ინვესტიციებში ადანაშაულებს. გავრცელებული ინფორმაციით ლესკადრონმა ივანიშვილის ფინანსური აქტივები სხვა კლიენტების დანაკარგის გადასაფარად გამოიყენა.

 

მასალა მომზადებულია “ბლუმბერგისა” და “როიტერის” სტატიების მიხედვით
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები