LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ივანიშვილი კიდევ მეტი ბიტკოინის მოსაპოვებლად აშენებს რეალურად ჰესებს” – ჩხარტიშვილი ფიქრობს, რომ ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ბიტკოინის გამომუშავებამ გაზარდა

108
BeFunky-collage (10)

პროტესტის მასშტაბები აქამდეც უნდა გაზრდილიყო, მაგრამ კარგია, რომ ახლა საზოგადოებამ გააცნობიერა, რა მასშტაბის საფრთხესთან გვაქვს საქმე, – ამის შესახებ “ფორტუნას” გადაცემაში “დღის თემა” ეკოლოგმა ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა, რითაც ნამახვანჰესის გარშემო მიმდინარე პროტესტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ნამახვანჰესის კასკადის აშენებით საფრთხე ემუქრება ნახევარ დასავლეთ საქართველოს და მას არანაირი ეკონომიკური სარგებელი არ მოაქვს.

ვიბრძოლებთ, ვიდრე შედეგს არ მივიღებთ, 25 მაისს ხელისუფლებას გაცილებით მეტ ძალას ვაჩვენებთ: გოლეთიანი

რუსთაველის ქუჩა გადაიკეტება და არ გაიხსნება, სანამ მოთხოვნები არ შესრულდება: ვარლამ გოლეთიანი

26 მაისს აღლუმის ნაცვლად მოდით ჩვენთან: ვარლამ გოლეთიანი

“ნამახვანჰესის კასკადის აშენებით ემუქრება ქუთაისს და ნახევარ დასავლეთ საქართველოს. ამ ჰესის ნგრევის საფრთხე მაღალია, უამრავი ადამიანის საცხოვრებელი და სიცოცხლეც შეიძლება შეიწიროს. ამასთან, არანაირი ეკონომიკური სარგებელი მოსახლეობას მისგან არ ექნება. ჩვენს ულამაზეს ერთ-ერთ ხეობას ტბორავენ, ანგრევენ, აოხრებენ, ტყეებს ჩეხავენ და სანაცვლოდ, კიდევ გაძვირებულ ელექტროენერგიას ვიღებთ”.- განაცხადა ჩხარტიშვილმა.

ამასთან, ჩხარტიშვილი მთავრობის არგუმენტებს ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებით პროპრაგანდისტულ ტყუილს უწოდებს. როგორც ლაშა ჩხარტიშვილმა აღნიშნა, ენერგომოხმარების გაზრდა ბიტკოინების საწარმოებთან არის დაკავშირებული.

“უამრავი პროპაგანდისტული ტყუილი მოვისმინეთ, მათ შორის ენერგოდამოკიდებულებასთან, რომელიც არასწორი ტერმინია და ენერგოუსაფრთხოება ჰქვია. დღესდღეობით თუკი რაიმე ზრდა შეინიშნება ენერგოსექტორში, ძალიან მარტივად გაიგებთ ყველა, რომ ეს არანაირი ეკონომიკური დარგის განვითარების შედეგი არ არის, გარდა ბიტკოინებისა.

დამისახელეთ ერთი დარგი ეკონომიკისა, რომელიც ბოლო წლებში განვითარდა, იმდენად რომ შეექმნა ენერგოდეფიციტი თუნდაც 10%-იანი ან 12%-იანი, რომელიც სახეზეა ან მითუმეტეს, ეპიდემიის პერიოდში, როცა რაც გვქონდა განუვითარებელი, ისიც კი ჩამკვდარია.

რას შეიძლება გამოეწვია ენერგომოხმარების ზრდა, თუ არა ბიტკოინების კატორღას, რომლის მთაოსნობლად გვევლინება ბიძინა ივანიშვილი. ყველაფერი სინამდვილეში აქედან იწყება, როცა რეალურად, ენერგომოხმარების გაზრდა სახეზეა და არის დაკავშირებული ბიტკოინების საწარმოებთან, რომელიც BBC-ის ცნობით, საქართველოში იმ დონეზეა, რომ მესამე ადგილს იკავებს, ჩინეთისა და შეერთებული შტატების შემდეგ და ამასაც ვერ იმყოფინებს მოქმედი ოლიგარქი და კიდევ მეტი ბიტკოინის მოსაპოვებლად აშენებს რეალურად ჰესებს”.- განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

მეორე დღეა თბილისში ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქცია იმართება.

საპროტესტო აქციის მონაწილეებს ოთხი ძირითადი მოთხოვნა აქვთ:

  1. შეწყდეს 2019 წ. 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ, ასევე კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;
  2. გაუქმდეს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს “ენკა რინიუებლზისათვის” აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”;
  3. გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;
  4. თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა და დადგეს ყველა იმ პირის პასუხსიმგებლობის საკითხი, რომლებიც ხელს აწერენ ჰესთან დაკავშირებულ დოკუმენტებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები