LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანიშვილი ჩვეულებრივი ადამიანია… დღის ბოლომდე აქვთ ვადა – ჯერ ისევ 3 ივლისია – შოთა დიღმელაშვილი

4321
საქართველოს შემოსავალი სატრანსპორტო მომსახურებიდან 2022 წელს (7)

დღევანდელი, 3 ივლისის აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორი, შოთა დიღმელაშვილი, „მთავარ არხთან“ საუბრისას, ამბობს, რომ ივანიშვილი ჩვეულებრივი ადამიანია, რომლის ძალაუფლება მორჩილებაზე დგას.

„გარწმუნებთ, ივანიშვილი ჩვეულებრივი ადამიანია, რომლის ძალაუფლება დგას მორჩილებაზე, რომელიც ნაყიდია ან ფულით, ან შიშით, ან სხვა რამით, მაგრამ როცა ლეგიტიმაცია ეცლება, ეს ბრძანებულებათა ჯაჭვი, სადღაც წყდება. პოლიციელებს, ჯარისკაცებს, საჯარო მოხელეებს, ჩვენთან, ხალხთან, ვისაც ევროინტეგრაცია გვინდა, მართლა მეტი საერთო აქვთ – იგივე წუხილი და პრობლემები გვაქვს, ვიდრე ბიძინა ივანიშვილთან, რომელსაც საერთოდ არ გვანან, ერთი პრობლემები არ აქვთ, ერთი საფიქრალი არ აქვთ, ეს ყველას კარგად ესმის. როგორც კი დაიკარგება ლეგიტიმაცია, მაშინ გადავდივართ პრინციპულად სხვა რეჟიმში.

ჩვენ ხომ ეს არ გვინდა? გვაქვს მკაფიო ვადა 6 თვე – შევთავაზეთ ოპტიმალური გზა – ეროვნული თანხმობის მთავრობა. პოლიტიკური ნება რომ იყოს, ამ ზაფხულშიც გავიტანდით რეფორმებს ბოლომდე.

დღის ბოლომდე აქვთ ვადა – ჯერ ისევ 3 ივლისია. არსებობს სივრცე მოლაპარაკებებისთვის, როგორც ვთქვით, იმედი მაქვს კეთილგონიერების ან თვითგადარჩენის ინსტუქტის, ამის შემდეგ გამოცხადდება სამოქმედო გეგმა და წინააღმდგეობა გადადის სხვა ფაზაში – არაძალადობრივი წინააღმდეგობის არსენალში რაც კი რამე იაარაღი არსებობს, ყველას გამოვიყენებთ და ყველგან სადაც ეს გამოიყენეს და იყო ფართო საზოგადოებრივი კონსესუსი და ხელისუფლების დაკარგული ლეგიტიმაცია უმაგრებდა ზურგს – ყველგან დაემხო ავტორიტარიზმი.

განგრძობითობის სივრცე არც არის – 6 თვე გვაქვს სულ. დღეს გამოვა ბევრი ადამიანი. ჩვენ, ვისაც ევროკავშირში ინტეგრაცია გვინდა, ვართ ამ ქვეყნის 85 პროცენტი, ეს არის ჩვენი ეროვნული იდეა.

ერთ მხარეს დგას ხალხი და მეორე მხარეს ადამიანი ბევრი ფულით – არის კრიტიკული მომენტი, როცა ხალხი აღარ იყიდება, რამდენი ფული უნდა დახარჯოს? მარტო 2021 წელს ევროკავშირიდან საქართველომ სარგებელი მიიღო ფულადი ნაკადებით 3 მილიარდ დოლარზე მეტს – სამი მილიარდი დოლარი ივანიშვილს ცხოვრებაში არ დაუხარჯავს საქართველოში.“ – ამბობს დიღმელაშვილი.

“წამოიღეთ თბილი ტანსაცმელი, ადგილზე დაგხვდებათ საკვები ობიექტები ცხელი სასმელით, იქნება ძალიან საინტერესო ღამე” – გიგა მაქარაშვილის თქმით აქცია მთელი ღამე არ დაიშლება

“ლელო” – საქართველოს 20-ზე მეტი ქალაქიდან, 3 ივლისის აქციაზე დასასწრებად სპეციალურად მობილიზებული ავტობუსები დაიძვრება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები