LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანე ჩხაიძე: უნიღბოდ, 2-3 წუთიც საკმარისია „ომიკრონით“ ინფიცირებისთვის

1715
BeFunky-collage (1)

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე ქვეყანაში არსებული მძიმე ეპიდვითარების ფონზე მოსახლეობას კვლავ თავის დაცვისკენ და სიფრთხილის ზომების გაძლიერებისკენ მოუწოდებს.

“თავიდან ავიცილოთ თავშეყრა, თავიდან ავიცილოთ დახურულ სივრცეში ადამიანების თავყრილობები, განსაკუთრებით ეს ეხება კვების ობიექტებს, ვინაიდან იქ უნიღბოდ ყოფნის 2-3 წუთიც საკმარისია “ომიკრონის” შემთხვევაში ინფიცირებისთვის.

ასე რომ სიფრთხილის ზომები ახლა უნდა იყოს გაათმაგებული და კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს ვაქცინაციის მნიშვნელობას, განსაკუთრებით, ბუსტერ დოზის მნიშვნელობას.

როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ოჯახის ექიმი არ რეკავს - როგორ ვუმკურნალოთ და როდის არის აუცილებელი ბავშვის კლინიკაში გადაყვანა

„შესაძლოა, ორი ხაზით ჩამოვიდეს ტემპერატურა, მაგრამ არ ჩათვალოთ, რომ დამწევი არ მოქმედებს“. - ჩხაიძე

ბუსტერ დოზა ახლა არის რეალური, ეფექტური და ალბათ ერთადერთი შესაძლებლობა თავი დავიცვათ ინფიცირებისგან, მძიმე შემთხვევებისგან, გარდაცვალებისაგან,“ – აცხადებს ივანე ჩხაიძე “რუსთავი 2”-თან.

5 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში გამოვლინდა ინფიცირების 23 134 ახალი შემთხვევა.

საქართველოში კორონავირუსის 23 134 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 33 პაციენტი

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა 33 ადამიანი. რაც შეეხება ვაქცინაციის მაჩვენებელს, ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 4 224 პირი აიცრა.

ამირან გამყრელიძე: პიკში ვართ-დაღმავალი ფაზისკენ წავა თუ არა, უნდა ვიმსჯელოთ იმის მიხედვით, ინფიცირების რა მონაცემები გვექნება სამშაბათს და ოთხშაბათს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები