„პიროტექნიკით დაშავებული 6 ბავშვი იყო შემოყვანილი იაშვილის კლინიკაში, მათგან 5-ის მდგომარეობა იყო მძიმე და მათ ქირურგიული ჩარევა დასჭირდათ. 4 აგრძელებს მკურნალობას კლინიკაში“, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, წლიდან წლამდე პიროტექნიკით დაშავებულ ბავშვთა რიცხვი არ იკლებს.
„ყოვლად აუხსნელია მშობლების უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ბავშვების ჯანმრთელობის მიმართ, რაც მართლაც შემაშფოთებელია. ყოველწლიურად ასეთი ბავშვების რაოდენობა არ იკლებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ შემთხვევებში ხშირია არამხოლოდ დამწვრობა, არამედ, სამწუხაროდ, ხელის გარკვეული ნაწილის დაკარგვაც კი, რაც ბავშვებს მთელი ცხოვრების დაღს ასვამს. ფაქტია, რომ ეს არის ახალი წლის აღნიშვნის ტრადიცია, რომელიც გვიჯდება ბავშვების ჯანმრთელობის ფასად“, – განაცხადა ჩხაიძემ.
თბილისში პიროტექნიკით 8 პირი დაშავდა, რეგიონებში 19 – რამდენი მათგანი მკურნალობს კლინიკაში