LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანე ჩხაიძე: ადამიანი თუ კორონავირუსით და გრიპით ერთდროულად დაინფიცირდა, პაციენტის გარდაცვალების რისკი მაღალია

114
333

ქვეყანას მძიმე შემოდგომა-ზამთარი ელოდება – ასეთ ვარაუდს გამოთქვამს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე.

მისი განმარტებით, ადამიანი თუ კორონავირუსით და გრიპით ერთდროულად დაინფიცირდა, პაციენტის გარდაცვალების რისკი მაღალია.

„შესაძლებელია, ეს მატება შეფასებული იყოს როგორც კორონავირუსის პანდემიის მეხუთე ტალღა, თუ გაციების კვალდაკვალ დავაფიქსირებთ რესპირატორული ვირუსების მატებას, მათ შორის, გრიპი არის ყველაზე საშიში, მაშინ ჩვენ ყველაზე მძიმე შემოდგომა-ზამთარი გველის.

რისკი იმისა, რომ ადამიანი ერთდროულად დაინფიცირდეს კორონავირუსით და გრიპითაც, იზრდება. ეს რისკი არ არის მხოლოდ ინფიცირება, ამ რისკის უკან დგას დაავადების მძიმედ მიმდინარეობა და სამწუხაროდ, გარდაცვალების უფრო მაღალი რისკიც,”- აცხადებს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე.

შეგახსენებთ, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ასევე განაცხადა, რომ გრიპითა და კორონანვირუსით ერდროულად დაინფიცირების მაღალი რისკი საქართველოში ოქტომბრის ბოლოს იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები