LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანა მელაი: „უღრმესი მადლობა ქართველ ერს ასეთი ძლიერი მხარდაჭერისთვის… უსაზღვროდ მიყვარხართ!..“

648
melai

უკრაინელი მომღერალი ივანა მელაი შვილთან ერთად ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს და მოღვაწეობს და უკვე წლებია, საქართველოდან ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად.

fortuna.ge მომღერალს დაუკავშირდა და მას ჰკითხა, რას ფიქრობს მიმდინარე მოვლენების შესახებ, ასევე როგორ არიან მისი ახლობლები უკრაინაში და იღებს თუ არა გამოხმაურებებს რუსი მეგობრებისგან.

ივანა მელაი: 

„ეს საშინელებაა! ვერ ვაცნობიერებ, როგორ შეიძლებოდა, 2022 წელს ასეთი რამ მომხდარიყო! ყველას ვთხოვ, გაიგონ ჩვენი ხმები, დედების, ქალიშვილების, დების, ცოლების და შეაჩერონ ეს ქრისტიანული ომი! ეს არის მუხანათობა! მადლობა ღმერთს, ჩემი ახლობლები იმიერკარპატებში არიან, იქ ამჟამად სიმშვიდეა. ისინი უკრაინის სხვადასხვა ქალაქიდან ჩასულ ხალხს დაბინავებაში ეხმარებიან.

ჩვენ ვლოცულობთ, რომ უკრაინაში მშვიდობა იყოს!..

ყველა ჩემი ახლობელი რუსეთში სასოწარკვეთილია, ვერ იგებენ, როგორ შეიძლებოდა, ასეთი რამ დაგვმართნოდა! ღმერთო, დაგვეხმარე, რომ რაც შეიძლება მალე მშვიდობამ დაისადგუროს!

უღრმესი მადლობა ქართველ ერს ასეთი ძლიერი მხარდაჭერისთვის. საქართველო ჩემთვის 11 წელია, მეორე სამშობლოდ იქცა. უსაზღვროდ მიყვარხართ!..“

,,პუტინი 21-ე საუკუნის ჰიტლერია, რომელიც ყველას და ყველაფერს ემუქრება” – ნოდიკო ტატიშვილი

,,არა მხოლოდ უკრაინელებისთვის, არამედ მთელი კაცობრიობისთვის სახიფათოა ტერორისტული რუსეთი” – მერაბ სეფაშვილი

ჯემალ ბაღაშვილი: „ვინმემ ნორმალურად აგვიხსნას, კონკრეტულად რომელ ჯადოსნურ სანქციას ფლობს ჩვენი საცოდავი საქართველო, რომ მოაწერს ხელს ამაზე ჩვენი მთავრობა და პუტინი შეწყვეტს ომს და მეორე დღეს ევროკავშირში ვიქნებით“