LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იუვენტუსთან“ კონტრაქტს ხელი მოეწერა: „ვულოცავ წალენჯიხელებს და ყველა გულშემატკივარს“  

261
iuven

„იტალიაში, ქალაქ ტურინში, საფეხბურთო კლუბ ტურინის “იუვენტუსის” სათავო ოფისში, მამუკა ხაზარაძემ ხელი მოაწერა კონტრაქტს წალენჯიხაში “იუვენტუსის” ბავშვთა აკადემიის გახსნის შესახებ“, – ინფორმაციას “ლელო საქართველოსთვის” ავრცელებს.

“იუვენტუსთან” კონტრაქტს ხელი მოეწერა. ვულოცავ წალენჯიხელებს და ყველა გულშემატკივარს”, – წერს პარტიის ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

ტურინში წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა და მისი მოადგილე თამარ ბელქანიაც იმყოფებიან.

პარტიის ცნობით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ხელმოწერის შემდეგ, წალენჯიხაში მსოფლიო საფეხბურთო გრანდის ბავშვთა აკადემია ოპერირებას ოფიციალურად დაიწყებს.

“ამ დროისთვის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, პროექტის ფარგლებში უკვე მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები, მზადდება საერთაშორისო დონის საფეხბურთო მოედანი, ეწყობა შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურა, რომელიც ბავშვთა აკადემიისთვისაა საჭირო”, – აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

იუვენტუსი წალენჯიხაში – სამეგრელოში ფეხბურთის საბავშვო აკადემია გაიხსნება