ტურინის „იუვენტუსის“ ყველა ხელფასი ერთ სურათზე. კრიშტიანო რონალდოს ჯამაგირი ძალიან გაბერეს.
DeclareVarNotWar-ის მომხმარებელმა ტურინის „იუვენტუსის“ 2018/19 წლების სეზონის სახელფასო უწყებები გამოაქვეყნა და ისიც, როგორც შეიცვალა ის გასულ სეზონთან შედარებით.
გასულ წელს „ბიანკონერის“ ყველა ფეხბურთელმა 155 მილიონი ევრო მიიღო. ყველაზე მაღალანაზღაურებადი გონსალო იგუაინი გახლდათ. მან 13.9 მილიონი გამოიმუშავა.
ახალ სეზონში „იუვე“ ხელფასებზე 199 მილიონს დახარჯავს. გუნდის ახალწვეულმა კრიშტიანო რონალდომ რა თქმა უნდა ყველაზე მაღალანაზღაურებადის სახელი ჩაიგდო. ის 55,5 მილიონ ევროს იშოვის.
„იუვეში“ დაბრუნდა ლეონარდო ბონუჩი 10,2 მილიონიანი კონტრაქტით. ბოსნიელმა მირალემ პიანიჩმა ახალი კონტრაქტი გააფორმა და აწი 12 მილიონს ჩაიჯიბავს.
სხვათა შორის, ამ მომხმარებელმა დუგლას კოშტას შეცდომით დიეგო უწოდა და „ატლეტიკოს“ ფორვარდში აერია.
რონალდო კი ერთხელაც შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსში“ ამ ზაფხულს „რეალიდან“ 112 მილიონის სანაცვლოდ მივიდა.