მადრიდის ”რეალის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი შესაძლოა ადმინისტრაციული საქმიანობით დაკავდეს.
იტალიური გამოცემა Tuttosport-ის ცნობით ტურინის ”იუვენტუსი”, რომლის ღირსებასაც ზიდანი 1996-2001 წლებში იცავდა,ფრანგი სპეციალისტის კანდიდატურას კლუბის გენერალური დირექტორის პოსტზე განიხილავს.
ბეპე მაროტას ადგილის დაკავების სხვა კანდიდატები პაველ ნედვედი და ფაბიო პარატიჩი არიან,რომლებიც უკვე მუშაობენ კლუბში.ერთ-ერთი კანდიდატია ასევე იტალიის ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორი და ”უეფას” ვიცე-პრეზიდენტი მიშელ უვა.
ბოლო დღეებში აქტიურად ვრცელდება ხმები იმის შესახებაც,რომ ზიდანმა შესაძლოა სამწვრთნელო კარიერა განაახლოს და ”მანჩესტერ იუნაიტედში ” ჟოზე მოურინიოს ადგილი დაიკავოს,რომლის ხელმძღვანელობითაც გუნდს ბოლო 29 წლის განმავლობაში სეზონის ყველაზე ცუდი სტარტი აქვს.
შეგახსენებთ,რომ ბოლოს ზიდანი მადრიდის ”რეალში” მუშაობდა,რომელთან ერთადაც სამჯერ ზედიზედ შეძლო ჩემპიონთა ლიგის მოგება.