გუშინ ღამით უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩები გაიმართა.
ტურის ცენტრალური შეხვედრა მანჩესტერში, ”ეტიჰადზე” გაიმართა. ”სიტიმ” ”იუვენტუსს” უმასპინძლა და 2:1 დამარცხდა.
მატჩში თავდაპირველად მასპინძლები დაწინაურდნენ, 57-ე წუთზე ჯორჯო კიელინიმ საკუთარ კარში გაიტანა გოლი, “ბებრმა სინიორამ” ჯერ ანგარიში გაათანაბრა – პოგბას პასით მანჯუკიჩმა შეაგდო, 81-ე წუთზე კი ესპანელმა ფორვარდმა ალვარო მორატამ “ქალაქელებს” გადამწყვეტი გოლი გაუტანა.
ტურინის “იუვენტუსმა” “სიკვდილის ჯგუფში” უმნიშვნელოვანესი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში.
გთავაზობთ დარჩენილი 7 შეხვედრის ანგარიშს:
პსჟ 2-0 მალმიო
რეალი 4-0 შახტარი
ვოლფსბურგი 1-0 ცსკა
პსვ 2-1 მანჩესტერ იუნაიტედი
გალათასარაი 0-2 ატლეტიკო
ბენფიკა 2-0 ასტანა
სევილია 3-0 გლადბახი