LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ რვა მოსამართლე უვადოდ დანიშნა

1550138600-იუსტიციის-უმაღლესი-საბჭო

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ რვა მოსამართლე უვადოდ დანიშნა. კენჭისყრა უვადოდ განმწესების მსურველ მოსამართლეებთან დაკავშირებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს გაიმართა.

კენჭი ეყარა მოსამართლეებს, რომლებსაც სამ წელზე მეტი გამოცდილება აქვთ და თანამდებობაზე სამ წლიანი გამოსაცდელი ვადით იყვნენ დანიშნული.

უვადოდ განმწესდნენ მოსამართლეები:

ნატრული აკობია – ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, 12 ხმით ორის წინააღმდეგ,

ეკა არეშიძე – თბილისის საქალაქო სასამართლოში, 14 ხმით, სრული მხარდაჭერა,

გია ბერაია  – ახალციხის რაიონულ სასამართლოში, 12 ხმით ორის წინააღმდეგ,

ლერი თედორაძე – ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, 13 ხმით ერთის წინააღმდეგ.

ინდირა მაშანეიშვილი – ბათუმის საქალაქო სასამართლოში, 12 ხმით ორის წინააღმდეგ,

სალიხ შაინიძე – ბათუმის საქალაქო სასამართლოში, 12 ხმით ორის წინააღმდეგ,

ნატო ხუჯაძე – თბილისი საქალაქო სასამართლოში, 12 ხმით ორის წინააღმდეგ,

მერაბ ჯორბენაძე – თბილისი საქალაქო სასამართლოში, 13 ხმით ერთის წინააღმდეგ.

უვადოდ განმწესების თხოვნით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 48 მოსამართლემ მიმართა, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩამოთვლილი რვა მოსამართლის გარდა, სხვებს უფლებამოსილება 2020 წელს ეწურებათ, საბჭო მათთან გასაუბრებას და შესაბამისად, კენჭისყრას მოგვიანებით ჩანიშნავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები