LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა კონფერენცია მიმდინარეობს, მათ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხი მოსამართლე წევრი უნდა აირჩიონ

84
Untitled design (5)

იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა XXIX კონფერენცია მიმდინარეობს. მასზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხი მოსამართლე წევრი უნდა აირჩიონ.

კანდიდატებიდან, ახალ წევრებს, ოთხი წლის ვადით აირჩევს მოსამართლეთა კორპუსი, რომელიც 326 მოსამართლისგან შედგება.

საბჭოს წევრობის კანდიდატებად თემურ გოგოხია, ლევან მიქაბერიძე, ბადრი შონია და გოჩა აბუსერიძე დასახელდნენ.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ოთხი ახალი მოსამართლე წევრის არჩევის აუცილებლობის საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც მოსამართლე წევრებს: ირაკლი შენგელიას, ირაკლი ბონდარენკოს, ვასილ მშვენიერაძეს და დიმიტრი გვრიტიშვილს საბჭოში მუშაობის ვადა ამოეწურათ.

მიმდინარე სხდომას არ ესწრება სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები