LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ოთხი მოსამართლე წევრის არჩევას ხმაური მოჰყვა

77
2

იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან საბჭოსთან „სირცხვილიას“ აქტივისტები იმყოფებიან, რომლებმაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხი მოსამართლე წევრის, თემურ გოგოხიას, ლევან მიქაბერიძის, ბადრი შონიას და გოჩა აბუსერიძის არჩევა შეძახილებით გააპროტესტეს.

„სირცხვილიას“ ერთ-ერთი აქტივისტის ნოდარ რუხაძის განცხადებით, მოსამართლეების ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით არჩევა კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში არ გვაქვს დამოუკიდებელი სასამართლო.

„მოსამართლეები ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით აირჩიეს, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ქვეყანაში არ გვაქვს დამოუკიდებელი სასამართლო, არ გვაქვს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, ყველაფერი წყდება იმის მიხედვით, რა სურვილებიც აქვს “ქართულ ოცნებას” და მურუსიძე – ჩინჩალაძე – შენგელიას კლანს“, – აცხადებს რუხაძე.