LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იუსტიციის სამინისტრო: დაწყებულია წარმოება ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვასთან დაკავშირებით, დასკვნა უმოკლეს ვადაში გადაეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს

144
fot (1)

იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვასთან დაკავშირებით წარმოება დაწყებულია.

სამინისტროს ცნობით, დასკვნა უმოკლეს ვადაში საქართველოს პრეზიდენტს გადაეგზავნება.

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ იუსტიციის სამინისტროდან ელოდება ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას, რომელსაც დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებს

„საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვავრცელებთ ინფორმაციას, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დაწყებულია წარმოება ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვასთან დაკავშირებით. შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდგომ სააგენტოს დასკვნა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე უმოკლეს ვადაში გადაეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს საქართველოს სანქცირებული მოქალაქის სახელს და გვარს, ჩვენ ვასრულებთ და პატივს ვცემთ ყველა საერთაშორისო ვალდებულებას“ – ნათია თურნავა

თიბისი ბანკი და საქართველოს ბანკი, საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად, საერთაშორისო სანქციების დაცვას გეგმავენ

შეგახსენებთ, რომ 14 სექტემბერს აშშ-მა ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენის მოსახდენად იყენებდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები