LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”იუსკი” მომხმარებელს წინასაახალწლო აქციას სთავაზობს

673

საცალო ვაჭრობის სკანდინავიური ბრენდი – “იუსკ გრუფ”-ი მომხმარებელს წინა საახალწლო აქციას სთავაზობს.
როგორც ”ფორტუნას” “იუსკ ფრანჩაიზ საქართველო”-დან აცნობეს, თბილისში ”იუსკის” მაღაზიაში 24-25 დეკემბერს მისულ მომხმარებელს უამრავი სიურპრიზი ელის. აქციის ფარგლებში საახალწლო კოლექციაზე გავრცელდება გრანდიოზული ფასდაკლება, ამასთან გათამაშდება საჩუქრები.

”ამ ორი დღის განმავლობაში მაღაზია იმუშავებს 11-დან 00:00 საათამდე. გარეთ დაუკრავს DJ, გვექნება ცხელი გლინტვეინები, ყავა. იქნებიან თოვლის ბაბუები, რომლებიც დაარიგებენ საჩუქრებს. მოკლედ, გვექნება ნამდვილი საახალწლო დღესასწაული. ამასთან, მოსულ სტუმრებს დახვდებათ ბევრი სიურპრიზი მაღაზიაში”, – განაცხადეს “იუსკ ფრანჩაიზ საქართველო”-ში.

ცნობისთვის, ”იუსკი” (JYSK) არის გლობალური საცალო სავაჭრო ქსელი, რომელიც ოპერირებს “ყველაფერი სახლისთვის” პრინციპით. პირველი მაღაზია მისმა მფლობელმა ბნ. ლარს ლარსენმა დანიაში, ქ. ორჰუსში 1979 წელს გახსნა. ამ ეტაპზე“იუსკ გრუფ”-ს 43 ქვეყანაში 2 300-ზე მეტი მაღაზია აქვს 20 000-ზე მეტი თანამშრომლით. ამ ჩამონათვალს 44-ე ქვეყნის სტატუსით საქართველოც შეუერთდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები