იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს “ქართული ოცნების” მიერ წარმოდგენილ ამნისტიის კანონპროექტს განიხილავენ.
კომიტეტმა „ქართული ოცნების“ ამნისტიის პროექტს დაუჭირა მხარი
სხდომაზე ინიციატივას დღეს მეორე მოსმენით განიხილავენ.
შეგახსენებთ, ინიცირებულ პროექტთან დაკავშირებით უმრავლესობისა და ოპოზიციის პოზიციები განსხვავებულია.
მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ კანონპროექტს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი 24 მაისს დაუჭირა.
ოპოზიციის მიერ მომზადებული ალტენატიული ვერსია კი კენჭისყრაზე ჩავარდა.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ისინი არ ეთანხმებიან “ქართული ოცნების” მიერ ინიცირებულ კანონპროექტს. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ მათ მიერ წარმოდგენილი პროექტი სრულად შეესაბამება შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
ამნისტიის კანონპროექტი მომდევნო კვირაში პლენარულ სხდომაზე გავა.