LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იური ლუცენკო: იანუკოვიჩს სახელმწიფო გადატრიალებაში ბრალი წაეყენა

106

უკრაინის ექს პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო გადატრიალებაში ბრალი წაუყენა. კერძოდ, იანუკოვიჩს 2010 წელს ხელისუფლების უკანონოდ ჩაგდებაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ ქვეყნის  გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

https://www.facebook.com/LlutsenkoYuri/posts/810243412508169

გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს. შეგახსენებთ, ვიქტორ იანუკოვიჩი უკრაინის პრეზიდენტის პოსტს 2010-2014 წლებში იკავებდა.  2014 წლის ცნობილი მოვლენების, ეგრეთ წოდებული ევრომაიდნის დროს მან ქვეყანა დატოვა. იანუკოვიჩს უკრაინაში ქონების ნაწილი, კერძოდ ავტომობილები დაუყადაღეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები