უკრაინის ყოფილი პრემიერი იულია ტიმოშენკო კორონავირუსით დაინფიცირდა. კოვიდ 19 დაუდასტურდა მის ქმარსა და შვილსაც. ინფორმაციას ამის შესახებ “ბიბისი უკრაინა” სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უცნობია სად დაინფიცირდა და რა მდგომარეობაში იმყოფება იულია ტიმოშენკო.
ამ დროისთვის უკრაინაში 104,958 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა რომ უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი და მისი ცოლ-შვილიც კორონავირუსითაა ინფიცირებული.