პარტია „ბატკვიშინას“ ლიდერმა, იულია ტიმოშენკომ, განაცხადა, რომ მზად არის, მიხეილ სააკაშვილს თავდებში ჩაუდგეს.
მანამდე, სასამართლოს სხდომაზე უკრაინის პარლამენტის წევრმა, იური დერევიანკომ, დაასახელა იმ დეპუტატების გვარები, რომლებიც მზად არიან, მიხეილ სააკაშვილს თავდებში დაუდგნენ. ესენი არიან: ვიტალი კუპრიი, დიმიტრი დობროდომოვი, ნატალია ნოვაკი, ვიქტორ ჩუმაკი, ალიონა შკრუმი, ალექსანდრე ოპანასენკო, პაველ კოსტენკო, ეგორ სობოლევი, ივან კრულკო და ალექსეი რიაბჩინი.