LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“იტირე, იყვირე, მაგრამ ფანჯარასთან გაბრაზებული ნურასდროს მიხვალ…” – პეტრე კოლხი

6300
petree

მამა პეტრე კოლხი სოციალური ქსელიდან ყველას მოუწოდებს, თავი არაფრის გამო მოიკლან. მისი თქმით, სიცოცხლე ყველაზე ძვირფასია, ამ ქვეყნიდან ისედაც ყველა მიდის და მოვლენები ადამიანმა არ უნდა დააჩქაროს.

“გემუდარებით, არაფრის გამო არ მოიკლათ თავი… ამით შურს მხოლოდ საკუთარ თავზე იძიებთ… გამოსავალი სულ არ არსებობს… ღმერთმა ყველაზე მთავარი გვაჩუქა – სიცოცხლე… გესმით?! ყველაფერზე ძვირფასია სიცოცხლე… ნუ დააჩქარებთ მოვლენებს… ამქვეყნიდან ისედაც ყველა გავდივართ… ყველას მოგვიწევს იმ გვირაბის გავლა, რომელიც ამ სამყაროში დაფარულია… იტირე, იყვირე, იკივლე, იდაყვები დაიგლიჯე, მაგრამ ფანჯარასთან გაბრაზებული ნურასდროს მიხვალ… ნურც ხიდის მოაჯირს გადაეყუდები… ნურც თოკს ჩამოჰკიდებ ხეზე… სირთულე არ არის მუდმივი… ის აუცილებლად გადაივლის, ჩამოგშორდება, თუ შეაშინებ, თუ შეუღრენ… თვითმკვლელობა ყველაზე შემზარავი განაჩენია… თუ თვლი, რომ გაუსაძლის მდგომარეობას გაურბიხარ, უფრო გაუსაძლის სიტუაციაში აღმოჩნდები… ჩვენი ცხოვრება ისედაც დილიდან საღამომდეა… ნუთუ ამ მოკლე ხანში, ვერაფერი უნდა მოვასწროთ, თვითმკვლელობის გარდა?!” – წერს პეტრე კოლხი.