LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიური ფერები ერთ არომატში – Missoni უკვე საქართველოშია

290

იტალიური ციტრუსის სამი კომბინაცია და ფერები ერთ არომატში – ამიერიდან ქართულ პარფიუმერულ ბაზარს ისეთი ცნობილი იტალიური ბრენდის სუნამო დაამშვენებს, როგორიც არის Missoni. სუნამო ექსკლუზიურად ”ისი-პარის” მაღაზიათა ქსელში უკვე 3 მაისიდან იყიდება. ის სამნაირ შეფუთვაშია – 30, 50 და 100 მილილიტრიან შეფუთვებში.

როგორც ”ფორტუნას” ”ისი-პარის” მარკეტინგისა და პიარის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხატია შამუგიამ განუცხადა, სუნამო მგრძნობიარე და თავდაჯერებული ქალბატონებისთვისაა განკუთვნილი და ის ხაზს უსვამს მათ ენერგიულობასა და მომხიბვლელობას.

”რაც შეეხება არომატს, ახალი არომატის შექმნა ბრენდის კრეატიულმა დირექტორმა, ანჟელა მისონმა ახალგაზრდა,გამბედავ და საკმაოდ წარმატებულ პარფიუმერს, ქვენთინ ბიშს ანდო. ანჟელა ფიქრობდა,  რომ სუნამოს უნდა ჰქონოდა მსუბუქი, მაგრამ დასამახსოვრებელი სურნელი და უნდა გამოხატულიყო ყვავილოვან-ხილოვანი არომატით. საბოლოო ჯამში, მივიღეთ არომატი, რომელიც 8 ინგრედიენტს აერთიანებს და ქმნის ჯადოსნურ, თავბრუდამხვევ სურნელს”, – აღნიშნა შამუგიამ.

მისივე ინფორმაციით, Missoni-ს არომატი ყვავილოვან, მერქნოვან, ხილოვანია.. ის აერთიანებს იტალიური ციტრუსის სამ კომბინაციას, ასევე მაგნოლიას, ჟასმინს, სანდალის ხეს და სხვა.. არომატში ასევე ვხვდებით მსხალსაც, რომელიც ბოლო პერიოდში ძალიან ტრენდულია და ბევრ პარფიუმშია გამოყენებული.

”არანაკლებ საინტერესოა ფლაკონი, რომლის დიზაინი მკვეთრად ასახავს და ხაზს უსვამს იტალიური მოდის სახლის ესთეტიკას. ის დამზადებულია შუშისგან და არის გარდამავალ ფერებში. ფაქტობრივად, წარმოადგენს ფუფუნების საგანს. ამასთან, არის საოცრად თანამედროვე და დახვეწილი”, – განმარტა ”ისი-პარის” მარკეტინგისა და პიარის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, გარდა ამ სიახლისა, კომპანია მალე მომხმარებელს სილამაზის ახალ ცენტრსაც წარმოუდგენს, რომელიც დაახლოებით 3 თვეში გაიხსენება. ამასთან, იგეგმება ახალი ბრენდების შემოყვანაც. ”2017 წელი სულ ახლახან დაიწყო და ”ისი-პარი”-მ ქართულ ბაზარზე უკვე 4 ახალი ბრენდი შემოიყვანა, ესენია: Zadig & Voltaire, Missoni, Byblos და Coach. წლის ბოლომდე კი დამატებით კიდევ რამდენიმე ბრენდს წარვუდგენთ ჩვენს მომხმარებელს. ასე რომ, ”ისი-პარის”-გან უამრავი სიურპრიზი გელით წინ”, – აღნიშნა შამუგიამ.

შეგახსენებთ, ”ისი-პარის” პირველი მაღაზია თბილისში 1995 წლის 29 მარტს, რუსთაველის გამზირზე გაიხსნა. ამ ეტაპზე ბრენდი საქართველოში 23 მაღაზიითაა წარმოდგენილი – აქედან 18 მაღაზია თბილისში მდებარეობს, დანარჩენი 5 კი – ფოთში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები