LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიის ყველაზე ლამაზი მამაკაცი მოდელობას თავს ანებებს და მღვდელი ხდება

120
Capture

წარმატებულმა მოდელმა კარიერის მიტოვება და თავისი თავის უფლისთვის მიძღვნა გადაწყვიტა. ამის შესახებ Daily Mail წერს.

21 წლის იტალიელმა ედუარდო სანტინიმ, რომელმაც 2019 წელს იტალიის ყველაზე ლამაზი მამაკაცის ტიტული მიიღო, გადაწყვიტა მოდის სამყარო სამუდამოდ დატოვოს. სანტინიმ თავის სოციალურ ქსელებში დაწერა პოსტი, სადაც ამბობს რომ თავის თავს ამიერიდან მხოლოდ ღმერთს და რწმენას მიუძღვნის. მისი თქმით, მან უკვე ჩააბარა სასულიერო სემინარიაში და ფლორენციის სიახლოვეს გადადის საცხოვრებლად.

„21 წლის ასაკში მოდელობისთვის, მსახიობობისთვის და ცეკვისთვის თავის დანებება და ტაძარში წასვლა გადავწყვიტე. ჩემს არც ერთ ჰობიზე არ ვამბობ უარს, უბრალოდ ამიერიდან მათ უფალს მივუძღვნი“, – წერს სანტინი.

როგორც ყოფილმა მოდელმა გამომწერებს უთხრა, რადიკალური გადაწყვეტილების მიღებაში მას მეგობარი მოძღვარი დაეხმარა. მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვლავობაზე უარის თქმა და სულ სხვა გზით წასვლა თავიდან ძალიან აშინებდა, ის დარწმუნებულია რომ ნამდვილ ბედნიერებას სწორედ ასე იპოვის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები