Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
იტალიის შს მინისტრმა ქურდობაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქის დეპორტაცია მოითხოვა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიის შს მინისტრმა ქურდობაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქის დეპორტაცია მოითხოვა

74

იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მატეო სალვინიმ ქურდობაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქის დეპორტაცია მოითხოვა. საქმე ეხება 35 წლის მამაკაცს, რომლის სამშობლოში ექსტრადირებაზე იტალიის სასამართლომ უარი თქვა. ამის მოტივად მოსამართლემ დაპატიმრებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. მამაკაცს ექიმებმა C ჰეპატიტის დიაგნოზი დაუსვეს.

„და ამას ეძახით სამართალს? სასწრაფოდ შეცვალეთ ყველაფერი!“ – ასე შეფასა სასამართლოს გადაწყვეტილება იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომელმაც კომენტარი იტალიურ მედიასთან გააკეთა.

სალვინიმ, ასევე, მოუწოდა იმ ადამიანებს, ვინც იტალიაში დანაშაულის ჩადენის მიზნითაა ჩასული, სამშობლოში დაბრუნდნენ.

სასამართლომ დაადგინა, რომ ქურდობაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქის სამშობლოში დეპორტაცია დაუშვებელია, რადგან „ჰეპატიტის მკურნალობის კურსის შეწყვეტა ნეგატიურ შედეგს გამოიღებს, ხოლო პოლიციამ და პროკურატურამ სასამართლოს ვერ წარუდგინეს საკმარისი მტკიცებულება, რომ საქართველოში მას ადეკვატური სამედიცინო დახმარების მიღება შეუძლია“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები