LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიის საუკეთესო ჰემატოლოგები „ნიუ ჰოსპიტალსში“ უფასო კონსულტაციებს გამართავენ

241
11139986-982451721772570-2683368697198187998-n

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ონკო-ჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით, 10-11 სექტემბერს უფასო კონსულტაციები გაიმართება.

პაციენტებს ქართველ ექიმებთან ერთად უფასოდ მიიღებენ ვერონას საუნივერსიტეტო კლინიკის (Azienda Ospedaliera Universitaria Integrata Verona) ექიმები – ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი, სიმონე ჩეზარო MD, PhD და ამავე კლინიკის მოზრდილთა ონკო-ჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრის პროფესორი, კრისტინა ტეკიო MD, PhD.

უფასო კონსულტაცია ჩაუტარდებათ შემდეგი ჰემატოლოგიური და ონკო-ჰემატოლოგიური პათოლოგიების მქონე პაციენტებს:

ანემიები;

თრომბოციტოპენიური პურპურა;

კოაგულოპათიები;

თალასემიები;

მედიკამენტოზური პანციტოპენია;

მწვავე და ქრონიკული ლეიკემიები;

ლიმფომები და სოლიდური სიმსივნეები;

ასევე, პაციენტებს, რომელთაც ესაჭიროებათ ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია.

უფასო კონსულტაციაზე ჩასაწერად, პაციენტები უნდა დაუკავშირდნენ „ნიუ ჰოსპიტალსის“ ქოლ-ცენტრს, ნომერი 2 190 190.

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ონკო-ჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრი, რომელიც სექტემბერში გაიხსნება, უპრეცედენტოა ინფრასტრუქტურით და დაკომპლექტებულია საუკეთესო ჰემატოლოგებით. ცენტრს, საქართველოს სისხლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ასოციაციის პრეზიდენტი, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ჰემატოლოგი – თამარ კვაჭაძე უხელმძღვანელებს.

ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია ჰემატოლოგიური და ონკო-ჰემატოლოგიური დაავადებების მკურნალობის ეფექტური მეთოდია, რომელიც დაზიანებული უჯრედების მოცილებას და მათი ახალი, ჯანმრთელი უჯრედული მასით ჩანაცვლებას გულისხმობს. ონკო-ჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრში, მკურნალობა შესაძლოა ჩაუტარდეთ ჰემატოლოგიური და ონკო-ჰემატოლოგიური პათოლოგიების მქონე პაციენტებს, კერძოდ ვისაც აწუხებთ ანემიები, თრომბოციტოპენიური პურპურა, კოაგულოპათიები, თალასემიები, მედიკამენტოზური პანციტოპენია, მწვავე და ქრონიკული ლეიკემიები, ლიმფომები და სოლიდური სიმსივნეები; ასევე, პაციენტებს, რომელთაც ესაჭიროებათ ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები