LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიის ხელისუფლება, თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ, საკუთარ მოსახლეობას ცუნამის საფრთხის შესახებ აფრთხილებს

167
ცუნამი

იტალიის ხელისუფლება ქვეყნის სანაპირო რაიონებში მცხოვრებ მოსახლეობას ცუნამის პოტენციური რისკის შესახებ აფრთხილებს.

„როიტერსის“ ცნობით, მოქალაქეებს მოუწოდებენ შემაღლებულ ტერიტორიებზე გადავიდნენ და ადგილობრივი ხელისუფლებისგან დამატებით ინფორმაციას დაელოდონ.

„გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ცუნამის განგაშის ცენტრის მონაცემების საფუძველზე, სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტმა გამოსცა გაფრთხილება 7.9 მაგნიტუდის მიწისძვრის შემდეგ, რომლის ეპიცენტრი თურქეთსა და სირიას შორის მდებარეობდა, იტალიის სანაპიროზე შესაძლო ცუნამის ტალღების შესახებ. რეკომენდებულია ზღვისპირა ტერიტორიების დატოვება, უფრო მაღალ მიმდებარე ტერიტორიაზე გადასვლა და ადგილობრივი ხელისუფლების მითითებების დაცვა“, – აღნიშნულია იტალიის ხელისუფლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, თურქეთსა და სირიაში დღეს მომხდარ მიწისძვრას, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. დანგრეულია ათობით შენობა და დაშავებულია ასობით ადამიანი.

ერდოღანი თურქეთში მომხდარ ძლიერ მიწისძვრაზე: ჩვენ ამ სტიქიურ უბედურებას ერთად გავუმკლავდებით

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები