LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიიდან ჩამოყვანილ საქართველოს მოქალაქეებიდან შვიდს მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა

577
20190110123032

იტალიიდან სპეცრეისით ჩამოყვანილ შვიდამდე ადამიანს მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ ისინი საგანგებო სამედიცინო სამსახურმა სტაციონარებში გადაიყვანა.

საქართველოს მოქალაქეები იტალიიდან სამშობლოში სპეცრეისით დაბრუნდნენ

ორი თვითმფრინავით საქართველოს 156 მოქალაქე დაბრუნდა.

გამყრელიძის ინფორმაციით, იტალიიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს ჩაუტარდათ საჭირო პროცედურები – თერმოსკრინინგი, ბორტზევე შეავსეს შესაბამისი კითხვარები. ისინი 2-კვირიან კარანტინს გაივლიან.

შეგახსენებთ, იტალიიდან სპეცრეისით საქართველოს 156 მოქალაქე ჩამოიყვანეს.

გამოფრენამდე მათ შემოწმება ჩაუტარდათ და არც ერთს კორონავირუსის სიმპტომი არ აღენიშნებოდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ რვა შემთხვევა დადასტურდა

დაფიქსირებულია 4 შიდა გადაცემის შემთხვევა – თენგიზ ცერცვაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები