მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი ორი თვე იტალიაში იმყოფებოდა, სადაც ემიგრანტებისთვის კონცერტები გამართა და არაერთ თანამემამულეს შეხვდა. მომღერალი მისი ცხოვრების ბოლო პერიოდზე ჟურნალ „სარკეში“ საუბრობს.
„იტალიაში ორი თვე დავყავი. უამრავ ჩვენს თანამემამულეს შევხვდი. თუმცა ბევრ რამეს დავაკვირდი და საფიქრალიც დიდი გამოჩნდა. იტალიაში 250 ათასი ქართველია. თუ ქვეყანაში მდგომარეობა შეიცვლება, უკან დაბრუნდებიან, მაგრამ ჯერ სინათლე არ ჩანს. მე რა შემეძლო გარდა იმისა, რომ მათთვის მემღერა და მცირეოდენი შვება მიმეცა.“
ჟურნალისტის კითხვაზე, ორი თვით იქ ყოფნა ხომ არ იყო წინაპირობა, რომ თქვენც ემიგრაციაში წახვალთ, მომღერალი პასუხობს:
„ეს რომ მეფიქრა, ვინ დამიშლიდა, დავრჩებოდი.
გადაჭრით იმის თქმა, რომ არ მომიწევს სადმე წასვლა, ძნელია. ჩვენ ხომ არ გვაქვს სტაბილური გარემო, რაც ძალიან მოქმედებს ხელოვანის ცხოვრებაზე“, – ამბობს სუხიტაშვილი „სარკესთან“ საუბარში.
„სოხუმსა და ცხინვალს ვინ ჩივის ბათუმია დასაბრუნებელი“ – გიორგი სუხიტაშვილი