იტალიელმა ტურისტებმა სანაპიროდან არც მეტი არც ნაკლები 30 კგ ქვა მოიპარეს. ქვები რომაელმა ტურისტებმა სარდინიის ერთ–ერთი სანაპიროდან გაზიდეს.
როგორც ჩანს, ტურისტებს სურდათ რომ სასიამოვნო დასვენების მოსაგონრად სუვენირები ქონოდათ, თუმცა არ დასცალდათ. „ქურდები“ შუა გზაში დაიჭირეს და პლასტმასის პაკეტებში მოთავსებული ქვები მათი ავტომობილებიდან ამოიღეს. რომაელებს საკმაოდ სოლიდური ჯარიმა 900 ევრო გადაახდევინეს, მოპარული ქვები კი მალევე უკან, სარდინიის პლაჟზე დააბრუნეს.