LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიელმა მესაზღვრეებმა დააკავეს ტურისტი, რომელსაც სანაპიროდან 41 კილოგრამი ქვა ჰქონდა მოპარული

119
134815898-f25dcfbc-5e8a-41e6-ac9

იტალიელმა მესაზღვრეებმა დააკავეს ფრანგი ტურისტი, რომელიც სარდინიიდან 41 კილოგრამი ქვის გატანას ცდილობდა. ევროპელს საკმაოდ სოლიდური ჯარიმის გადახდა მოუწევს, წერს La Reppublica.

სამართალდამცავთა ცნობით, ფრანგმა ქვები ქალაქ სასარის პლაჟზე მოაგროვა. მას სურდა, რომ ტვირთი ავტომობილის საბარგულით გაეპარებინა, ამისთვის ბორნის ბილეთიც კი იყიდა, თუმცა პორტში მესაზღვრეების შემოწმების გავლა მოუხდა.

მესაზღვრეების მიერ გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, რომ ტურისტისთვის ჩამორთმეულმა არტეფაქტებმა ერთი საწერი მაგიდა დაიკავა. ზოგიერთი ქვის ზომა რაგბის ბურთის ზომისაც კი იყო.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლიდან სარდინიაში მოქმედებს კანონი, რომელიც სანაპიროებიდან ქვების, ქვიშის თუ სხვა სუვენირების წაღებას კრძალავს. კანონდამრღვევს სავარაუდოდ, 3000 ევრომდე ჯარიმის გადახდა მოუწევს, მისთვის ჩამორთმეულ ქვებს კი უკან დააბრუნებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები