იტალიელმა ეპისკოპოსმა ბავშვებს უთხრა, რომ სანტა კლაუსი არ არსებობდა. ამის შესახებ BBC წერს.
ეპისკოპოსმა ანტონიო სტალიანომ, რელიგიურ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ სანტას წითელი ტანსაცმელი მხოლოდ Coca-Cola-ს მიერ შერჩეული იმიჯია.
ამ ფაქტმა მშობლები აღაშფოთა.
მოგვიანებით ამავე ეპარქიის საეკლესიო პირებმა თქვეს, რომ მხოლოდ შობის ჭეშმარიტი მნიშვნელობის ხაზგასმა სურდა.