„ჰუმანიტარული დახმარების, რომელიც რუსეთმა იტალიაში კორონავირუსთან ბრძოლისთვის გაგზავნა, 80% უსარგებლოა“, – წერს გაზეთი La Stampa.
გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსეთის დახმარება შედგებოდა სადეზინფექციო ნივთებით, მაშინ, როცა ჩინეთმა იტალიაში სამედიცინო ნიღბები და ტესტჩხირები გაგზავნა.
გაზეთის ინფორმაციით, იტალიის დახმარების სურვილი მოსკოვმა საკუთარი პოლიტიკური და დიპლომატიური ინტერესების გამო გამოთქვა. რუსი სპეციალისტები – სამხედროები არიან და არა მედიკოსონები.
„რუსი სამხედროები თავისუფლად გადაადგილდებიან იტალიის ტერიტორიაზე, ნატოს ბაზისგან რამდენიმე ნაბიჯით არიან დაშორებული“,- აღნიშნავს გამოცემა.
კორონავირუსი პუტინს უახლოვდება: კრემლის თანამშრომელი ინფიცირებულია
შეგახსენებთ, 21 მარტს ვლადიმირ პუტინსა და იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტეს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ, რუსეთმა იტალიის დახმარების სურვილი გამოთქვა. მომდევნო დღეებში რუსეთიდან იტალიაში ჰუმანიტარული ტვირთით სავსე 9 თვითმფრინავი ჩაფრინდა. ასევე იტალიაში ჩავიდა “ეპიდემიებთან ბრძოლის გამოცდილების მქონე” ასზე მეტი რუსი სამხედრო სპეციალისტი, ჩაიტანეს დეზინფექციის მობილური სადგურები და ლაბორატორიები.
იტალია, ევროპაში ამ დრომდე კორონავირუსის გავრცელების ერთ-ერთ მთავარ კერად რჩება.