LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიელი ვირუსოლოგი: კორონავირუსის ,,მეორე ტალღა” არ იქნება

53423
masimoklementi

კორონავირუსი მუტირებს და სუსტდება, ეს კი ვირუსოლოგებს აძლევს საშუალებას ივარაუდონ, რომ ვირუსის ხელახალი აფეთქება, ე.წ. ,,მეორე ტალღა” არ იქნება. აღნიშნული ინფორმაცია იტალიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, RAI-მ გაავრცელა, რომელსაც მილანის სან რაფაელის ჰოსპიტალის ხელმძღვანელი ალბერტო ცანგრილო და ვირუსოლოგი, მილანის უნივერსიტეტის Vita-Salute San Raffaele პრორექტორი, მასიმო კლემენტი ესაუბრნენ.

კლემენტის თქმით, მისი ლაბორატორიის თანამშრომლები დაინტერესდნენ, რატომ შემცირდა მძიმე შემთხვევების რაოდენობა და გაიზარდა ისეთი პაციენტების რიცხვი, რომელთა მკურნალობაც სახლის პირობებშია შესაძლებელი.

,,ჩვენ პატარა გამოკითხვა ჩავატარეთ, რომლის ფაგლებშიც ერთმანეთს შევადარეთ 100-100 პაციენტის მონაცემები. პირველი ასეული კორონავირუსის დიაგნოზით ჰოსპიტალში 1-15 მარტს მოხვდა, ხოლო მეორე ასეული მაისის მეორე ნახევარში. აღმოჩნდა, რომ ვირუსისაგან გამოწვეული დატვირთვა ორგანიზმზე ეპიდემიის საწყის ფაზასთან შედარებით მნიშვნელოვნად არის შემცირებული” – აცხადებს კლემენტი.

იგი ახსენებს ასევე ლონდონელი მეცნიერების კვლევასაც, რომლებიც ანალოგიურ დასკვნამდე მივიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი ძალიან პლასტიკურია და ადვილად ადაპტირდება ადამიანის ორგანიზმთან, იგი სხვადასხვა სახის მუტაციებს განიცდის, რაც მის დასუსტებას იწვევს.

,,მოსალოდნელია, რომ ეს პროცესი ვირუსის პათოგენური პოტენციალის მნიშვნელოვან შემცირებამდე მიგვიყვანს, როგორც ეს აქამდე არაერთი ვირუსის შემთხვევაში მომხდარა. ისინი ერგებიან ორგანიზმს და სუსტდებიან, ხდებიან ნაკლებად აგრესუილები” – განმარტავს პროფესორი კლემენტი.

შესაბამისად, იტალიელი ვირუსოლოგი ვარაუდობს, რომ თუ ვირუსის მუტირებისა და დასუსტების პროცესი ამ ტემპით გაგრძელდება, ,,მეორე ტალღა” დიდი ალბათობით, არ იქნება.

ალბერტო ცანგრილო

მასიმო კლემენტი

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები