LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიელებს სურთ, რომ გარემოს დაცვა კონსტიტუციის ნაწილად აქციონ

51
42194286-10214677568787620-8904266648345640960-n

იტალიის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც გარემოს დაცვა კონსტიტუციის ნაწილად აქცია. კანონში ნათქვამია, რომ მომავალი თაობის ინტერესებიდან გამომდინარე სახელმწიფო ვალდებულია ბიომრავალფეროვნება და ეკოსისტემა დაიცვას.

ამიერიდან ნებისმიერმა კერძო ეკონომიკურმა საქმიანობამ (მაგალითად, ახალი ნაგებობის მშენებელობა თუ საკვების პროდუქტის წარმოება) ადამიანების ჯანმრთელობას ან გარემოს ზიანი არ უნდა მიაყენოს.

იტალიის პრეზიდენტს კი საშუალება მიეცემა, რომ ნებისმიერი ახალი კანონის ხელმოწერაზე უარი განაცხადოს, თუკი მისი აზრით ასეთი კანონი ცხოველების უფლებებს დაარღვევს ანდაც ბიომრავალფეროვნებას შეუშლის ხელს.

თუკი მსგავსი კანონი როგორღაც მაინც მიიღეს, დაბალი ინსტანციების წარმომადგენლებს იტალიის საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა და მისი ანულირება შეეძლებათ.

შეგახსენებთ, რომ ამ წლის დასაწყისში ესპანეთში მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც ცხოველები საზრიან არსებებად აღიარეს და ოჯახის სრულუფლებიანი წევრის სტატუსი მიანიჭეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები