წინდების მწარმოებელი ქართული ბრენდისთვის, „ალტერსოქსისთვის“ 2022 წელი წარმატებულად დაიწყო – კომპანიამ პროდუქციის ექსპორტი იტალიაში, კუნძულ სიცილიაზე განახორციელა.
„ახალი წელი, ახალი ამბებით! „ალტერსოქსი“ მარტო საქართველოში კი არ გვიყვარს, უკვე სიცილიაზე, ქალაქ პალერმოშიც მოვხვდით და აქაც შეაყვარეს ჩვენმა წინდებმა ყველას თავი“, – ამბობენ „ალტერსოქსის“ დამფუძნებლები.
მათივე ინფორმაციით, სიცილიადან 2021 წლის შემოდგომაზე დაუკავშირდნენ, ერთ-ერთი მსხვილი სუვენირების მაღაზიების ქსელის მფლობელები და გამოთქვეს სურვილი, რომ “ალტერსოქსის” პროდუქცია მათ ქსელსა და მათი საბითუმო პარტნიორების მაღაზიებში გაყიდულიყო.
იტალიურ მხარესთან მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და შესაბამისად, „ალტერსოქსი“ უკვე სიცილიაზეც იყიდება.