LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიელები ოჯახების გამოსაკვებად იბრძვიან

198
-111691318-p088y6qx

იტალიაში თვეზე მეტია მკაცრი კარანტინია, მოქალაქეების ნაწილი არ მუშაობს. ხელისუფლება დახმარებას დაპირდა, მაგრამ ჯერჯერობით დახმარება არსად ჩანს.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ჟურნალისტი ჯინ მაკენზი იტალიელებს ესაუბრა, რომლებიც ამბობენ, რომ საკვების შეძენა აღარ შეუძლიათ.

ჟურნალისტის თქმით, იტალიელები ოჯახების გამოსაკვებად იბრძვიან.

„იტალიის მთავრობამ უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების დახმარების პირობა დადო. ხელისუფლება მოქალაქეების ხელფასების ნაწილის ანაზღაურებას გეგმავს, თუმცა ხალხს დახმარება ჯერ არ მიუღია“, – აღნიშნავს ჟურნალისტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები