იტალიაში ყველაზე ცუდი გზების სია გამოაქვეყნეს. ამჯერად სპეციალისტებმა რკინიგზა შეისწავლეს და იმ ადგილების რეიტინგი შეადგინეს, სადაც მატარებელს გადაადგილება ყველაზე მეტად უჭირს. უპირობო ლიდერი კი რომია, ქალაქში რკინიგზა უკვე წლებია მოსაწესრიგებელია. მეორე ადგილს ტარანტო იკავებს და ლიდერთა სამეულს ვერონა ასრულებს.
რეიტინგი ასოციაცია Legambiente-მ შეადგინა და სპეციალისტებმა ისეთი კრიტერიუმები გაითვალისწინეს, როგორიცაა – გაფიცვები, მოძრაობის შეჩერება, ტექნიკური პრობლემები, მგზავრთა შეფასებები, რეისების სიხშირე თუ სადგურებზე შეჩერების დრო.
აღსანიშნავია, რომ იტალიელები რკინიგზით სულ უფრო და უფრო იშვიათად სარგებლობენ და ბოლო პერიოდში უპირატესობას ავტომობილებს ანიჭებენ.