იტალიის კუნძულ სტრომბოლიზე ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
იტალიური მედიაგამოცემა Ansa-ს ინფორმაციით, 35 წლის ტურისტი სიცილიიდან ვულკანის კრატერთან ახლოს იმყოფებოდა და მას ქვა მოხვდა. იგი მთამსვლელი იყო.
იტალიაში ვულკანის მოულოდნელი გააქტიურების გამო 70 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, რომელთა უმრავლესობა ტურისტია. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სტრომბოლი ხმელთაშუა ზღვის პატარა კუნძულია, მოქმედი ვულკანით. ვულკანი ბოლოს 2002 წელს გააქტიურდა, რის შედეგადაც განადგურდა სახლები და დაიღუპა 6 ადამიანი. სტრომბოლიზე ამჟამად 500-მდე ადამიანი ცხოვრობს.