იტალიის ქალაქ რეჯო-დი-კალაბრიაში ვეფხვმა ეროვნებით ქართველი, 25 წლის კაცი დაგლიჯა – ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედის ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა შობის ღამეს მოხდა. ახალგაზრდა კაცი, რომელიც სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ადგილობრივ ცირკში შეიპარა, გაშიშვლდა და შემდგომ ვეფხვისთვის განკუთვნილ ვოლიერში გადაძვრა.
მტაცებლის თავდასხმის შედეგად კაცმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. დაშავებული უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, გამოფხიზლებისას ის აგრესიულად იქცეოდა და გარშემომყოფებს შეურაცხყოფას აყენებდა.
გაირკვა, რომ მას ხელის ამპუტაცია დასჭირდა. იტალიური სააგენტოების ცნობით, ოპერაციის შემდეგ მამაკაცი საავადმყოფოდან გაქცევას შეეცადა და რამდენიმე ადამიანს დანით დაზიანებებიც მიაყენა. თავდამსხმელი პოლიციამ დააკავა.