პიცერია სახელად Pepe in Grani, რომელიც კაზერტას პროვინციის პატარა ქალაქში მდებარეობს, იტალიის საუკეთესო პიცერია გახდა. Pepe in Grani-მ პირველი პოზიცია 500 პიცერიას შორის მოიპოვა. დაწესებულებას ასი ექსპერტ–დეგუსტატორი ანონიმურად სტუმრობდა. Pepe in Grani-მ სახელგანთქმულ ნეაპოლიტანურ პიცერია ”ჯინო სორბილოს” აჯობა, რომელსაც ამჯერად მეორე პოზიცია შეხვდა, მესამე ადგილი კი პიცერია ”ფრანჩესკო და სალვატორე სალვომ” დაიკავა. დაჯილდოვების ცერემონიალი კასტელ-დელ-ოვოში, ნეაპოლში შედგა.
საუკეთესო პიცერიის წოდება იტალიის საზღვრებს მიღმა პარიზში მდებარე Оber Mamma-ს ერგო.