იტალიაში სულ მალე 140 კილომეტრიანი პანორამული ველოტრასა გაჩნდება. ახალი გზა სავარაუდოდ, 2017 წლის ზაფხულისთვის უკვე მზად იქნება და როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი იქნება. ველოტრასა ქვეყნის ჩრდილოეთში დაიგება და ის მთლიანად გარდას ტბის სანაპიროს გაუყვება. გზის სიგანე 2,5 მეტრი იქნება და მასზე გადაადგილებას ფეხით მოსიარულეებიც შეძლებენ.
აღსანიშნავია, რომ ველოტრასის დასამზადებლად გამოიყენებენ ხელოვნურ მასალას, რომელიც ატმოსფერული ცვლილებების მიმართ განსაკუთრებული გამძლეობით გამოირჩევა და მრავალ წელს ძლებს.