სერია ა-ს მსაჯები მომდევნო სეზონიდან თამაშის შემდეგ ინტერვიუს მისცემენ.
არბიტრებს უფრო ხარისხიანად მსაჯობა მოუწევთ.
ცნობილმა რეფერიმ ნიკოლა რიცოლიმ ინოვაციურ წინადადებებზე ისაუბრა, რომელიც მსაჯთა ასოსიაციის პრეზიდენტმა მარსელო ნიჩიმ წამოაყენა.
”ახალი სეზონის დაწყებიდან ტესტურ რეჟიმში არბიტრებს საშუალება ექნებათ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთონ. ვნახავთ, არის თუ არა ხალხი მზად ჩვენს მოსასმენათ. თუმცა შესაძლოა ზოგიერთი მატჩის შემდეგ გულშემატკივრების და მედიის მხრიდან ზეწოლის გამო ამის გაკეთება ძალიან რთული იყოს”, – დაწერა რიცოლის სიტყვები Football Italia-მ
2016/17 წლების სეზონი იტალიაში 21 აგვისტოს დაიწყება.