LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიაში მღვდლებმა ტაძრებში მრევლის ფოტოები დაკიდეს: ქვეყანაში 60-ზე მეტი სასულიერო პირი გარდაიცვალა

184
58a08e44427eece38602763491c036a22c630f81

იტალიაში კორონავირუსის გამო 60 მღვდელზე მეტი გარდაიცვალა, მას შემდეგ, რაც რომის პაპმა მათ გამბედაობისკენ მოუწოდა, რათა კორონავირუსით დაავადებულები მოენახულებინათ.

ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში წირვის დროს 83 წლის რომის პაპმა ფრანცისკემ იტალიელ მღვდლებს მოუწოდა, დაავადებულების მონახულებისთვის გამბედაობა მოეკრიფად, სწრაფად მზარდი პანდემიის მიუხედავად.

რომის პაპის თქმით, მღვდლების მისიაა ექიმებთან და მოხალისეებთან ერთად ადამიანების სიცოცხლისთვის იბრძოლონ.

იტალიელი მღვდელი, რომელმაც სასუნთქი აპარატი თავისზე ახალგაზრდა პაციენტს დაუთმო, გარდაიცვალა

ჯუზეპე ბერარდელიმ, 72 წლის მღვდელმა კაზნიგოდან (ბერგამო), საკუთარი სიცოცხლე დათმო ადამიანისთვის, რომელსაც პირადად არც კი იცნობდა

იტალიელი მღვდლები მომავალშიც მივლენ დაავადებულებთან სანუგეშებლად.

„ეს ძალიან რთული გამოცდაა. ჩვენ დაბნეულები ვართ. ძალიან ვნერვიულობთ, მაგრამ სიბნელე, რომელთანაც ბრძოლა გვიწევს, იმ იმედით არის განათებული, რომ ღმერთი არასდროს არ დაგვტოვებს განსაცდელში. მან თავად გაიარა ყველა ეს განსაცდელი, ასე რომ, ჩვენ ძველებურად გავამხნევებთ დაავადებულებს“, – განაცხადა ენრიკო სალმიმ, პარმის ეპისკოპოსმა.

მაშინ, როცა საქართველოში ზიარების წესებსაც არ ცვლიან, იტალიაში სააღდგომო მსახურების ჩატარება მრევლის გარეშე  გადაწყვიტეს. 12 აპრილამდე რომის პაპი ყველა შეხვედრას ვიდეოკონფერენციით გამართავს.

თუმცა იტალიელები არ დაიბნენ და მოძღვარებს საკუთარი ფოტოები გაუგზავნეს. სასულიერო პირებმა ფოტოები დაბეჭდეს და წირვის დროს ტაძარში დაკიდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები