LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიაში ფერარის დამაარსებლის სხეულის მოპარვა სცადეს

50

გამოცემა „Corriere della sera”-ს ინფორმაციით, იტალიის პოლიცია ძალიან საინტერესო საქმეს იძიებს. აღმოჩნდა, რომ ნარკომოვაჭრეთა გავლენიანი დაჯგუფება ქალაქ მოდენას სასაფლაოდან ენცო ფერარის გვამის მოპარვას აპირებდა. ამის შემდეგ კი ისინი მილიონერის ოჯახს დააშანტაჟებდნენ და საკმაოდ სოლიდურ გამოსასყიდს მოითხოვდნენ.

ბოროტმოქმედები სასაფლაოს რამდენჯერმე ესტუმრნენ, გეგმაც დასახეს და ისიც კი მოიფიქრეს, თუ როგორ დაუკავშირდებოდნენ ფერარის ახლობლებს. თუმცა, სანამ მოქმედებას დაიწყებდნენ, ნარკოდილერები პოლიციამ დააკავა და ისინი ამჟამად სასამართლოს განაჩენს ელოდებიან.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები