LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიაში ერთდროულად 9 აეროპორტი გაიფიცება

28

იტალიაში ერთდროულად 9 აეროპორტი გაიფიცება. იმ მგზავრებმა, რომლებიც იტალიის სტუმრობას 23 თებერვლისთვის გეგმავენ, უნდა გაითვალისწინონ, რომ შესაძლოა მასშტაბური საპროტესტო აქციის ნაწილად იქცნენ. გაფიცვის იდეა იტალიის ნაციონალურ ავიახაზებს Alitalia-ს გაუჩნდა, კომპანიის თანამშრომლები ხელფასების შემცირებას აპროტესტებენ. სულ მალე კი ავიაგადამზიდს კოლეგები – Fly, Air Italy, Easyjet, Rynair და Volotea-ც შეურთდნენ და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ისინიც მოითხოვენ.

სამწუხაროდ, ეს ყველაფერი არ არის და 24 საათის განმავლობაში, მილანის, ტურინის და რამდენიმე სხვა ქალაქის აეროპორტები არ იმუშავებენ. რაც შეეხება რომს, ბოლონიას, ვენეციას, ფლორენციას, პიზასა და ნეაპოლს, ისინი პროტესტს მხოლოდ 4 საათით შეურთდებიან.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები